არჩევნები
ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
"არსებობს ერთი სწორი არჩევანი! ხმა მივცეთ საკუთარი შვილების უკეთეს მომავალს, ჩვენ ერთად ვირჩევთ ხვალინდელ დღეს!", - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. 

დეპუტატობის კანდიდატი, აბაშის მუნიციპალიტეტის კოოპერატივების წარმომადგენლებს, სოფელ გეზათისა და სეფიეთის მოსახლეობას შეხვდა. დანელიას განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და მოსახლეობის დასაქმებაა.

"მე ვიქნები სოფლის მეურნეობის ქომაგი, აბაშაში ჩვენ ამ მიმართულების განვითარების საშუალება გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახალგაზრდების გადინება არ მოხდეს სოფლებიდან", - აღნიშნა დანელიამ.

გარდა ამისა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტალერისა და ლედგებეს ამომრჩევლებს შეხვდა. მან მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მას რაიონში არსებული გამოწვევები დეტალურად აქვს შესწავლილი.

"ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2017 წლიდან კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ კაპიტალური რემონტი. ასევე, 2017 წლიდან დამატებით 1 154 ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ბუნებრივი აირით. დაწყებულია და დაგეგმილ ვადებში დასრულდება საქართველოს ყველა რაიონის სრული ინტერნეტიზაცია",- აღნიშნა დანელიამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.