არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა ®️
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა მისსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარას.

„შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ვესაუბრე ჩემსა და ჩემი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე. მათ ასევე ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავცეთ ყველა მტკიცებულება, „სქრინ შოთები“, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შესაძლებელია ამ პირების იდენტიფიცირება. ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, რათა მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ასევე განაცხადა, რომ სათანადო ინფორმაცია მიაწოდა საფრანგეთს, რომლის მოქალაქეებიც არიან მისი შვილები და, შესაბამისად, ის ელოდება რეაგირებას.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატი გამოეხმაურა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თავისი განცხადებით ემუქრება ჯარისკაცებს: „მე პატივს ვცემ ჯარს, სამხედრო ძალებს და მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სწორედ ისინი, ვინც მემუქრებიან, შეურაცხყოფენ ჩვენი სამხედრო ძალების ღირსებას“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.