არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში ®️
ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„უფრო აქტიური როლი უნდა ვითამაშოთ რეგიონში. ეს როლი კიდევ უფრო უნდა დავაფასებინოთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში. არ გვიცნობენ, არ იციან, რომ მათ ვჭირდებით, არ იციან, რომ გვაქვს ის ფასეულობები, რომელიც ევროპას გადარჩენისთვის სჭირდება. ორმხრივი გზა უნდა გავაძლიეროთ და ამაში ყველა უნდა ვიყოთ ჩართული, არა მარტო მთავრობა, არამედ საზოგადოება, დიასპორა. ჩვენ გვყავს დიასპორის ჯარი და მათი არგამოყენება, როგორც ელჩებისა, არის დიდი დანაშაული და ცოდვა ქვეყნის წინაშე. დიასპორა უნდა გააქტიურდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრისას სტუდენტები დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით გენდერულ თემატიკაზე. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული.

„ქალი პრეზიდენტი თუ იქნება არჩეული, ესაა მაგალითი შემდგომი თაობისთვის. გენდერული საქმე ევროპის მიბაძვით არასამთავრობოების მხრიდან არის წამოწეული. ჩემი აზრით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული. საქართველოში თანასწორობა არის დაცული. ქალები არიან ბევრ სექტორში წარმოდგენილი. ქალებმა გადაარჩინეს ოჯახები მძიმე პერიოდში. ამ დროს, მამაკაცებს ადაპტაციის პრობლემა ჰქონდათ, ვერ თანხმდებოდნენ ყველანაირ სამსახურს. ამ დროს არ იყო თანასწორობა. ქალისთვის უფრო ადვილია, ყველაფერს შეეგუოს, რადგან შვილები ჰყავს. ამან განაპირობა, რომ ქალები არიან ძლიერები ამ ქვეყანაში.

რა პრობლემაც აქტუალური და ახალია, ესაა ძალადობის პრობლემა, ყველა იმ წნეხით გამოწვეული, რომელიც ამ ქვეყანას დააწვა. ქვეყანაა ტრავმირებული და ოჯახური ძალადობა ამის შედეგია. ფაქტია, გაიზარდა ძალადობის შემთხვევები, არ ვიცი, წარსულში რამდენად არსებობდა. ადრე ან არ იყო ან არ საუბრობდნენ. დღეს ეს სერიოზული პრობლემა მზარდია. მეორე პრობლემა, რაც რჩება, ესაა ქალები და პოლიტიკა. მეტწილად ეს განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკა არაპოპულარული სფეროა. მიჩნეულია, რომ ესაა ბინძური საქმე და ამიტომ, ქალისთვის ალბათ უფრო რთული შესაჩვევია. როცა ჩემი კამპანია დაიწყო, ტალახის დიდი ტალღა წამოვიდა. მე შვილები აქ არ მყავდა და არ მიფიქრია, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩემ შვილებზე. როგორ მოუწევდათ ამასთან ბრძოლა“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“ შეკრებილ სტუდენტებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.