არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები ®️
როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“ სტუდენტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, „ტექნოპარკი“ ამისთვის კარგი წამოწყებაა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ამდენ ახალგაზრდასთან შეხვედრა, თანაც იმ ადგილზე სადაც ადრეც ვარ ნამყოფი სხვადასხვა რეგიონში. ეს არის ძალიან კარგი წამოწყება და საინტერესო, თუმცა არ არის საკმარისად გაპიარებული. ყველა ახალგაზრდა უნდა მოდიოდეს ამ ცენტრში, სადაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა არის სიახლეების გაცნობისთვის და თავადაც შემოიტანონ თავიანთი ინიციატივები. ჩემი აზრით ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აკლია ამ ქვეყანას. ინიციატივა, სიახლის შემოტანა, თავისუფალი აზროვნება და პასუხისმგებლობის ის შეგრძნება, რომელიც არის გამოყოფილი თავისუფლებისგან. ჩვენ ამას ნელ-ნელა ვეჩვევით. მე მგონია, რომ ჩემი, როგორც მომავალი პრეზიდენტის ვალია, გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რაც მე ვიცი ამ კუთხით, თავისუფალი მენტალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ამ სივრცეში დამკვიდრებული.

ახალგაზრდობაში მეგონა, რომ ქვეყნის გარდაქმნა უფრო მალე იქნებოდა, დღეს კი ბოლოსკენ გავდივართ. მაგალითად, ეს საარჩევნო კამპანიაც არ არის ის ევროპული სტილის, რომელსაც მალე მინდა, ვეზიაროთ. ეს ჯერ კიდევ არის საბჭოთა იმ მენტალობისა და მეთოდების გამოხატულება, რომელიც სადღაც კიდევ არის ჩაბუდებული.

მაგრამ, მგონი, ამ ყველაფერს დავძლევთ, გადავალთ ახალ ეტაპზე. ეს თქვენი მომავალია, თქვენ უნდა გადახვიდეთ ამ ახალ ეტაპზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მომავალში უნდა მოხდეს მსჯელობა, რა რესურსით შეიძლება, პრეზიდენტი ახალ თაობას დაეხმაროს.

„ვინც საზღვარგარეთ სწავლობს და ბრუნდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ახალი სუნთქვის შემოტანაში შეაქვთ წვლილი, მაგრამ აქ მაცხოვრებელი ახალგაზრდებს ყველაზე დიდი წვლილი აქვთ, რომ აქ ერთად დავაარსოთ ის ახალი, თანამედროვე საქართველო, რომელზედაც მე დიდი ხანია ვოცნებობ და ალბათ, თქვენც, მაგრამ ეს თქვენი გასაკეთებელია.

მე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პრეზიდენტი, ვიქნები ნოვაციების ხელშემწყობი. მე, წინა პერიოდში არაერთხელ დავესწარი დაჯილდოებებს, სადაც ახალგაზრდები ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ და შემდგომ წარადგენდნენ თავიანთ ნამუშევრებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქედან მოდის კერძო ინიციატივა, რაც შემდეგაც შეიძლება, გადავიდეს კერძო საწარმოში. ჩვენი ერი არის ძალიან ნიჭიერი და სწორედ ეს არის ქვეყნის ყველა ნიჭის გაშლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნიჭს უნდა მივცეთ მეტი გასაქანი. მომავალში უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ, რანაირად და რა რესურსებით შეიძლება პრეზიდენტი იყოს ჩართული და დაეხმაროს ამ ახალ ტალღას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.