არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი ოფიციალურ შედეგებს ®️
მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი ოფიციალურ შედეგებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მედიის წარმომადგენლებმა მას კითხვა დაუსვეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის თემაზე მას მკაცრი საუბარი ჰქონდა გუნდში, 14 პროცენტი სხვაობა სირცხვილია და ამას კვლევა აღარ ჰქვია.

„მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები. თავიდანვე ვთქვი, რომ გამიხარდა შედეგები და აქვე აღვნიშნე, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი საბოლოო ოფიციალურ შედეგებს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი. მეორე ტურშიც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია და ყველამ ვიცით, ცდომილება არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება სხვა თემებზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ბიძინა საუბრობდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. მე ამის შეფასებაში არ უნდა მივიღო მონაწილეობა. ეს არ იქნება სწორი“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.