არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი სპორტსმენების წარჩინება არის მაგალითი, რომელიც მოსახლეობას აჩვენებს, რომ ამ კუთხით წარმატებაც შესაძლებელია და ჯანსაღი ცხოვრებაც ®️
"ჩვენი სპორტსმენების წარჩინება არის მაგალითი, რომელიც მოსახლეობას აჩვენებს, რომ ამ კუთხით წარმატებაც შესაძლებელია და ჯანსაღი ცხოვრებაც",– ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პორტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ საზღვარგარეთ ქვეყნის სახელის გატანისთვის, არამედ უშუალოდ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დანერგვისთვის.

„პირველ რიგში, ჩემი ხედვა იყო, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ქვეყნის სახელის გატანისთვის და ასევე შიგნით მისი განვითარებისთვის. ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გახდეს, სპორტი აუცილებელია. თუ გვინდა, გავზარდოთ ჯანსაღი ახალგაზრდობა და განვითარების ყველა საშუალება მივცეთ. ამას უნდა სახსრები, რომლის მოძიებაშიც ვიქნები ჩართული, მაგრამ ასევე საჭიროა მხარდაჭერა კერძო ბიზნესიდან. ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ თანხების მოზიდვა, მაგრამ არამხოლოდ თანხებია აქ მნიშვნელოვანი, არამედ ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს და მაგალითად ვაჩვენოთ ჩვენი წარჩინებული სპორტსმენები, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან ცნობილი. ისინი არიან წამყვანი ძალა, მაგალითი, რომელიც ჩვენს მოსახლეობის აჩვენებს, რომ ამ კუთხით შეიძლება წარმატებაც და ჯანსაღი ცხოვრებაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.