ზუგდიდში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წინ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინასწარი შედეგები იზეიმა, სადაც მხარდამჭერებმა „ჩემი საქართველო აქ არის“ რამდენჯერმე იმღერეს.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, რომელთაც ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს და გამარჯვება მიულოცეს.
საბოლოოდ, ზეიმი ფოიერვერკით დასრულდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57%, გრიგოლ ვაშაძემ - 43% მიიღო. ამ დროისთვის სულ დათვლილია 1181 საარჩევნო უბანი.
ამავე თემაზე:ზუგდიდში ზურაბიშვილმა ვაშაძეს 0,56 %-ით მოუგო
დათვლილი უბნების მიხედვით, ზუგდიდში ზურაბიშვილი ვაშაძეს 0,78%-ით უსწრებს
მასალის გამოყენების პირობები