მინდა, იტალიელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევა
და გულწრფელად გისურვოთ წარმატებები თქვენი მაღალი მისიის შესრულებისას.
საქართველოში ჩემი ამასწინდელი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც დიდი სიამოვნებით მახსენდება, დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და იტალიას დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ხშირ ინსტიტუციულ კონტაქტებსა და მზარდ ნაყოფიერ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეფუძნება.
ვიმედოვნებ, რომ თქვენი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, თბილისსა და რომს შორის არსებული მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და შეიძენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უფრო ფართო ჭრილში.
ამ სურვილებით, კიდევ ერთხელ გულითადად გისურვებთ კეთილდღეობას თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.
სერჯო მატარელა
მის აღმატებულებას სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს
თბილისი
მასალის გამოყენების პირობები