გიორგი შენგელია სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა ®️
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
გიორგი შენგელიამ სოფელში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს ის პროექტები და გეგმები გააცნო, რომლებსაც მისი მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განახორციელებს.
"დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხდით სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს, სადაც, 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ნაწილი გაზიფიცირებულია, ნაწილის გაზიფიცირება კი უახლოეს პერიოდში მოხდება. მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მათთვის განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. სრულიად უფასოდ მოხდება გაზიფიცირება და ამ ჩასახლების ყველა დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირით ისარგებლებს. ასევე, სოფელ ოქტომბერში იგება თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სოფლისთვის. მოსახლეობასთან მქონდა საუბარი სხვადასხვა საჭიროებებზე. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას. სტიქიამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა, ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით კი პრობლემა ოპერატიულად მოვაგვარეთ", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.
მასალის გამოყენების პირობები