რიკოთის გვირაბში ორი დღით მოძრაობა შეიზღუდება
რიკოთის გვირაბში 25 და 26 აპრილს, ღამის საათებში მოძრაობა
შეიზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში
განაცხადეს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური სისტემების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 და 26 აპრილს, ღამის 00:00 საათიდან, 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლია.
”სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება”, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მასალის გამოყენების პირობები