საზოგადოება
"ოდიშთან" წილის მოთხოვნაზე სასამართლო დავა დასრულდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე კიმ კიმ ხაის 2016 წლის 15 მარტის სარჩელი "ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის" შესახებ.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დღევანდელ სხდომაზე მხარეებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ: "სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის" მიხედვით და დაადგინა, რომ გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის სარჩელი, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ემა გრიგოლიას შპს დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია "ოდიშში" კუთვნილი 100%-დან 10%-ს."

მოსამართლემ აღნიშნა, რომ დავას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.

"ამ დავასთან დაკავშირებით ვერ გამოცხადდებოდა 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან ეს არის დავა, რომელიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომლის მიმართაც სამოქალაქო კოდექსი ადგენს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადას.

შესაბამისად, ეს ვადა 2010 წლიდან გასულია, ამიტომ სასამართლო მოთხოვნაზე მოსარჩელე კიმ კიმ ხაის უფლება დაეკარგა. მას ეს უფლება ჰქონდა 3 წლის განმავლობაში, თუმცა საქმე არ არის აღძრული აღნიშნულ ვადებში"- განაცხადა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ.

ცნობისთვის, მოქალაქე კიმ კიმ ხაი შპს ტელე-რადიო კომპანია "ოდიშის" 10 % ითხოვდა. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.