საზოგადოება
სმენადაქვეითებულ ბავშვთა უფლებებზე ზუგდიდში იმსჯელეს (ვიდეო)

რეგიონულ შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის საქმეში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სხდომათა დარბაზში მათ პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები წარადგინეს.

შეხვედრაში მონაწილეობას სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის ხელისუფლების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები იღებდნენ.

პროექტის ძირითადი საქმიანობები სამი წლის განმავლობაში თბილისში, აჭარის , სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში განხორციელდება. სამიზნე ჯგუფებს სმენადაქვეითებული ბავშვები , მათი მშობლები და ოჯახის წევრები, ცენტრალური და რეგიონალური ჯანდაცვის ხელისუფლება , სამედიცინო პერსონალი , სამოქალაქო , საზოგადოებრივი და სხვა დაინტერსებული ორგანიზაციები წარმოადგენენ.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და "ველფეარ ფაუნდეიშენთან" ერთად მას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები "სთეფ ფორვარდი", "თაირისი" და "თანაზიარი" ახორციელებენ.

პროექტის ასოცირებული პარტნიორები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი და ლენჰარდტის ფონდი არიან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.