საზოგადოება
შეხვედრა დავით კაკაბაძესთან
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტ და მთარგმნელ დავით კაკაბაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მის მიერ თარგმნილი მაქს ფრიშის უკანასკნელი ნაწარმოების- ,,ლურჯწვერას’’ წარდგენა მოხდა, მისი თარგმნის იდეა მას გამომცემლობა „ინტელექტის’’ მთვარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ მიაწოდა.

„ლურჯწვერა“ ცნობილი მწერლისა და დრამატურგის, მე-20 საუკუნის შვეიცარიული ლიტერატურის კლასიკოსის მაქს ფრიშის ბოლო ნაწარმოებია. 1982 წელს გამოქვეყნებული ეს ფილოსოფიური რომანი მოიცავს საკუთარი თავის ძიებას და ადამიანის მომწყვდევას მისი იმ ხატის ჩარჩოებში, რომელსაც მის ირგვლივ მყოფნი ქმნიან.

,, ეს იყო სრულიად ბანალური ამბავი. ქმარს ადანაშაულებდნენ ცოლის მკვლელობაში. პროცესის მსვლელობაში ფრიშმა დაინახა, რამდენად აბსურდულია სასამართლო სისტემა საერთოდ და რამდენად ფორმალიზირებულია მთელი ეს პროცედურა და ამ შთაბეჭდილებით შექმნა მან ეს ნაწარმოები,’’- აღნიშნა კაკაბაძემ.

წიგნში აღწერილია სასამართლოს როლი ინდივიდის ცხოვრებაში, თუ როგორ შეიძლება სასამართლო სისტემა მივიდეს აბსურდამდე და დაანგრიოს ადამიანის ცნობიერება. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გმირი უდანაშაულოა, ის კომპლექსებით შეპყრობილი პიროვნებაა, რომელსაც უჭირს უდანაშაულობის ბოლომდე გააზრება.

დავით კაკაბაძემ ასევე ისაუბრა თავის პროფესიულ გამოცდილებაზე და გაიხსენა თავისი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში. ის 1993 წლიდან მუშაობს რადიო "თავისუფლების" ქართულ ბიუროში, 2005 წლიდან კი ამ სამსახურის ხელმძღვანელია.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.