მოქალაქე: ზუგდიდში პატრულმა იმიტომ დამაჯარიმა, რომ ჩემი ვინაობა გაეგო და მოეწერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ბიგვავა ყვება, რომ ყოლბაიამ ის მაშინ დააჯარიმა, როდესაც სამარშუტო ტაქსიში იჯდა და სახლში, დარჩელისკენ მიდიოდა. ქალმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ სამართალდამცავმა ის პირბადის არქონის გამო დააჯარიმა, თუმცა, დასძენს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო პირბადე მხოლოდ რამდენიმე წამით მოიხსნა.
"პირბადე მიკეთია, მოჰყვება სამარშუტო ტაქსს, ქალაქიდან გამომყვა. ფანჯრიდან მნახა, რომ ნიკაპზე მქონდა ჩამოწეული და ამის საფუძველზე გააჩერა ტრანსპორტი. მე მგონია, რომ ჯარიმაც იმიტომ დამიწერა, რომ ჩემი სახელი და გვარი გაეგო და ამისთვის თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა. ჯერ მომწერა "სმაილი", დაელოდა ჩემს რეაგირებას, მე რომ არ ვუპასუხე, ცოტა ხანში დამირეკა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ეს ამბავი გამესაჯაროებინა. მე არ დამირეკავს გენინსპექციაში და არც ვაპირებ, რადგან არ მინდა, სამსახური დაკარგოს, მხოლოდ მინდა, საჯაროდ ბოდიში მოიხადოს, რადგან ყველამ ნახოს და არავინ გაიმეოროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს", - აღნიშნა ბიგვავამ.
ჩვენ ბრალდების ადრესატს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თენგო ყოლბაიასაც დავუკავშირდით. მან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ამბობს, რომ ბიგვავას ნაამბობი აბსურდია.
"ეს არის ყველაფერი აბსურდი და კომენტარის გაკეთება არ მსურს", - გვითხრა პოლიციელმა.
ამ ეტაპზე მისი ფეისბუქ ანგარიში სოციალურ ქსელში არ იძებნება.
რადიო "ათინათი" შს სამინისტროს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით ელოდება და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ჩვენ ბრალდების ადრესატს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თენგო ყოლბაიასაც დავუკავშირდით. მან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ამბობს, რომ ბიგვავას ნაამბობი აბსურდია.
ამ ეტაპზე მისი ფეისბუქ ანგარიში სოციალურ ქსელში არ იძებნება.
რადიო "ათინათი" შს სამინისტროს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით ელოდება და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები