Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/2175348.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/2175348.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/2175348.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/2175348.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" დავით ნარმანიას 9 კითხვით მიმართავს
თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს 9 კითხვით მიმართავს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეს კითხვები დაასახელა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დავით ნარმანია ამ კითხვებზე პასუხებს გასცემს, გამოჩნდება რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება გაატაროს გააზრებული რეფორმა. "დღეს ჩვენ მივმართავთ რეგიონული განვითარების მინისტრს დავით ნარმანიას. მისი უწყება არის ამ კანონპროექტის ავტორი და ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემთხვევაში დავინახავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას ნება, რომ გაატაროს გააზრებული რეფორმა და მომავალ წელს ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს კითხვებია: 1. როდის ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 2. რომელ ქალაქებში ვირჩევთ მერსა და გამგებელს პირდაპირი არჩევის წესით. 3. რამდენი და რომელი ახალი მუნიციპალიტეტები შეიქმნება. 4. როგორი საარჩევნო სისტემით ტარდება არჩევნები რაიონებსა და ქალაქებში. 5. როგორი საარჩევნო სისტემით აირჩევა დედაქალაქის საკრებულო. 6: რა იცვლება თვითმმართველობის დაფინანსების წესში. 7. რამდენად გაზრდის დადგემილი რეფორმა სახელმწიფო ხარჯებს. 8. იგეგმება თუ არა თვითმმართველობის მეორე დონის შექმნა. 9. რატომ არ გაკეთდა წელს ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია და მოესწრება თუ არა ამის გაკეთება დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებამდე?", - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, პარლამენტში შეტანილი თვითმმართველობის კოდექსი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. "უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პროცესი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარლამენტში შემოტანილია ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ტოვებს პასუხგაუცემელს. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა როგორც სხვა არაერთ კანონპროექტთან დაკავშირებით მოხდა, ამ შემთხვევაშიც მიზნად არ ისახავს მოაწყოს შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები ამ კანონის განხილვის თვალსაზრისით და ცდილობს ეს კანონიც გაიტანოს დაჩქარებული წესით. ჩვენ ვთვლით, რომ აქ მთავარი არ არის ტექნიკური საკითხები, თუმცა ბევრი შენიშვნები გვაქვს ამასთან მიმართებაში. მთავარი არის ის, თუ რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და ეს რეფორმა გატარდეს გააზრებულად", - განაცხადა ჯაფარიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.