Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/download-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/download-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/download-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/download-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
სამართალდამცავ ორგაოში ახალი კანონი ამოქმედდა
"პოლიციის შესახებ" ახალი კანონი 2014 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ ხანგრძლივი დებატების შემდეგ დამტკიცებული პროექტის ამოქმედების თარიღად სწორედ 2014 წლის 1-ელი იანვარი განისაზღვრა. "პოლიციის შესახებ" ახალი კანონი ახლებურად განსაზღვრავს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, მის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს და პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მაგალითად სიახლეა ის, რომ პოლიციური ღონისძიება, რომელიც უფლებების შეზღუდვას იწვევს, დაიშვება არა კანონქვემდებარე აქტის, არამედ მხოლოდ კანონის საფუძველზე. ახალი კანონის მიხედვით, პოლიციას უფლება აქვს პირი შეტყობინებით მოიწვიოს პოლიციის ორგანოში გასაუბრების მიზნით. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. პირს მოწვევის შესახებ შეტყობინებაშივე ეცნობება პოლიციაში გამოცხადებისა და პოლიციის განყოფილების დატოვების ნებაყოფლობითობის შესახებ. პოლიცია უფლებამოსილია გამოკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ის ფლობს პოლიციის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციას. კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ასეთი გამოკითხვის დროს, მოქალაქის მიერ ინფორმაციის გაცემა ნებაყოფლობითია, რის შესახებაც მას დასაწყისშივე უნდა განემარტოს. კანონით დადგენილ შემთხვევებში პოლიციას უფლება აქვს პირის იდენტიფიკაციისათვის მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: თითის ანაბეჭდების აღება, ფოტოსურათის გადაღება თუ სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება. აქვე კანონში გათვალისწინებულია, რომ "პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე პირს უნდა მიეცეს საშუალება გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა". პოლიციას უფლება აქვს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას გააჩეროს პირი და განახორციელოს მისი ზედაპირული შემოწმება, ასევე ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება. აღნიშნული პროცედურის განხორციელების დროს რამდენიმე გარანტია იმოქმედებს. კერძოდ: პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს; ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით; ზედაპირული შემოწმებისას ჩხრეკის საფუძვლის წარმოშობისას ჩხრეკა უნდა ჩატარდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დაცვით. სპეციალური საპოლიციო კონტროლისას (ე.წ. რეიდი) უნდა განხორციელდეს მხოლოდ ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. საპარლამენტო განხილვების დროს კანონპროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა. მასში აისახა არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წინადადებები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.