Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/589usufashvili-davit1_sl.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/589usufashvili-davit1_sl.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/589usufashvili-davit1_sl.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/589usufashvili-davit1_sl.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი არც იწონებს და არც იწუნებს ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის არც იწონებს და არც უწუნებს პროკურატურას ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას . ამის შესახებ უსუფაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც მან გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიური ფორუმში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მასთან შეხვედრებისას ეს თემა არავის წამოუწევია, თუმცა, მომავალში რეაქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, შესაძლოა იყო განსხვავებული. "ჯერ ერთი, ჩემთან ეს თემა არავის წამოუწევია - არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს, ვისთანაც მე შეხვედრა მქონდა. მეორე - მე პირადად არც ვიწონებ და არც ვუწუნებ პროკურატურას ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გახსნას დანაშაული და ამასთან ეს გააკეთოს ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი და არ შელახოს სხვისი უფლებები. ამ ჩარჩოში მოქმედ პროკურატურას ჩემგან, რა თქმა უნდა, აქვს მხარდაჭერა დანაშაულის გახსნაში. მესამე – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ არ დავივიწყოთ და შეცდომაში არ შევიდეთ იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დასმულია კითხვები, როგორც შესაძლო მოწმის მიმართ და იგი არ არის ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში.ამასთანავე, იმ საქმეებზე, რომლებზეც პროკურატურა საუბრობს, ვიცით, რომ ძალიან დიდი ხანია, საზოგადოების ინტერესია, რომ დადგინდეს სიმართლე. ამიტომ ეს ყოფილი პრეზიდენტი იქნება, მოქმედი პრეზიდენტი იქნება, ყოფილი სპიკერი იქნება პარლამენტის თუ მოქმედი თავმჯდომარე, თუ ვინმემ რაიმე ვიცით საქმის თაობაზე და შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტების დადგენას, მე მგონი ეს უნდა გავაკეთოთ ზედმეტი პოლიტიკური გართულებების გარეშე", - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის სპიკერის თქმით, "თავისთავად ის ფაქტი, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ შესაძლოა, ინტერესის ობიექტი იყოს, ეს რა თქმა უნდა, კარგი არ არის". "ეს არაფერზე კარგზე არ მეტყველებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვუმკლავდებით იმ თემებს, რომლებიც ჩადნილია წარსულში და რომელიც უნდა გამოვიძიოთ. ამიტომ ჩემი პოზიცია იქნებოდა, რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდად და წყნარად ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს. მე მგონია, რომ მშვიდად უნდა შევხვდეთ ამას. რაც შეხება რეაქციას ხვალ და ზეგ, შესაძლოა იყოს რეაქცია კითხვის ფორმითაც, საჭიროა თუ არ არის საჭირო დაკითხვაზე დაბარება, დროულია თუ არ არის დროული და ა.შ. ამაზე ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არ არის გამორიცხული, რომ იყოს განსხვავებული პოზიციები", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.