Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/2013.12-91-620x330.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/2013.12-91-620x330.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/2013.12-91-620x330.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/2013.12-91-620x330.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ანი ნადარეიშვილმა მთავარი პროკურატურა დატოვა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა მთავარი პროკურატურა დატოვა.ანი ნადარეიშვილი უწყებაში შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან და პროკურატურის თანამშრომლებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული. როგორც მან ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა, უწყებას ახსნა-განმარტება არ მისცა. მისივე თქმით, მზად არის გამოძიებას მოწმის სახით ჩვენება მისცეს. "ახსნა-განმარტებას მთხოვდნენ, არ მივეცი, რადგან გუშინაც განვაცხადე, ახლაც ვამბობ, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ ვიღებ. შალვა თათუხაშვილი გარდაიცავალა, საუბარია მის წამებაზე, მუქარაზე. გამომძიებლებმა გილაურმა და ძნელაშვილმა მიიყვანეს ეს ადამიანი ამ დონეზე, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას. იქაც დავაფიქსირე, რომ ვითხოვ გამოძიებას და მზად ვარ მოწმის სახით დავიკითხო და მივცე ინფორმაცია. არანაირი კითხვები არ იყო, შევედით თუ არა ვიკითხეთ, იყო თუ არა გამოძიება დაწყებული. მათ თქვეს, რომ დანაშაულის ნიშნები მართალია არის ამაში, რასაც თქვენ აცხადებთ, მაგრამ ჩვენ გამოძიებას არ დავიწყებთ. გენინსპექციის უფროსის მოადგილე ქალბატონი მაგდა კაპანაძე იყო ვინც ეს პასუხი გაგვცა", - აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა. მისივე თქმით, თავიდანვე უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე. როგორც ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, მზად არის მისცეს ჩვენება მოწმის სახით იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაიწყება. ამასთან, ჟურნალისტებთან გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა ანი ნადარეიშვილის ადვოკატმა გიორგი ონიანმაც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.