Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/NinoB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/NinoB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/NinoB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/NinoB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე ობამას განცხადებას გამოეხმაურა
"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აშშ–ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადება, რომ საქართველო არ დგას ნატოს წევრობის გზაზე  სწორედ ის არის, რასაც იგი უკვე წლებია ეუბნება ამომრჩევლებს. ბურჯანაძის თქმით, „ამ პროპაგანდის მიხედვით, ალბათ სწორი იქნება ველოდოთ იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას გამოაცხადებს პრორუსულ პოლიტიკოსად, პუტინის აგენტად და პუტინის დაკვეთების შემსრულებლად“. „ჩემს მიერ გაკეთებული ეს განცხადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ძალიან აღფრთოვანებით ვაკეთებ კომენტარს იმაზე, რაზეც ახლა ვსაუბრობ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო არ დგას ნატოში გაწევრიანების გზაზე და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა, არის სიმართლე“, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომლის პარტიაც ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობასთან ერთად გეგმავს ივნისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. „ეს არის სიმართლე, რომელსაც მე ვეუბნებოდი ჩვენს თანამოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ მე ამის თქმა ძალიან ძვირად მიჯდებოდა, მაგრამ სიმართლე, რომელსაც ხალხს უმალავდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლება“, – განაცხადა მან. თუმცა, იგი ასევე მიესალმა პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის „ადეკვატურ“ პოზიციას ობამას განცხადების საპასუხოდ. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მცდარი მოლოდინები“ არ უნდა გაჩნდეს საქართველოს ნატოში დაუყონებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით  და რომ აშშ–ის პრეზიდენტის განცხადება ამ თვალსაზრისით იყო „აბსოლუტურად ადეკვატური“ და რეალისტური. ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა პრემიერ–მინისტრის კომენტარი და მას „საგანგაშო“ უწოდა. თუმცა, ბურჯანაძემ მთავრობის სხვა წევრების განცხადებები გააკრიტიკა და მათ „დაბნეული, უსუსური და არაპროფესიონალური“ უწოდა. ობამას განცხადებაზე კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ აშშ–ის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო არ დგას ნატოს გზაზე; ფანჯიკიძემ ასევე დასძინა, რომ „საქართველო მტკიცედ მიდის ნატოსკენ გზაზე... და ამისი საწინააღმდეგო არავის არაფერი არ უთქვამს“. ბურჯანაძის თქმით, არც მოსახლეობა და არც რომელიმე პოლიტიკოსი არ უნდა იყოს ან პრო–დასავლური ან პრო–რუსული, არამედ ისინი ქართული ორიენტაციის უნდა იყვნენ და მათ ქართული ინტერესები უნდა ამოძრავებდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.