Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/10154325_4117382948178_1692917548035831381_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/10154325_4117382948178_1692917548035831381_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/10154325_4117382948178_1692917548035831381_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/10154325_4117382948178_1692917548035831381_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
„TV3“- ის გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა პირველი კომენტარი გააკეთა
ტელეკომპანია „TV3“–ის გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან ამავე ტელეკომპანიის ეთერში, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ცხინვალის იზოლატორში მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. მისივე ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში არსებული ვითარება რთულია. „წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე ვიყავით, სადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, არაადამიანური პირობები, არაჰიგიენური მდგომარეობა იყო. ძალიან ციოდა. არ იყო გამათბობელი საშუალება. მთელი დღის განმავლობაში საკვები მხოლოდ დღის ბოლოს მოგვაწოდეს. მხოლოდ ჩაისა და პურზე ვიყავით. სხვადასხვა პირი გვიძახებდა, საკნიდან გავყავდით. სხვადსხვა პირებმა არაერთხელ გამიყვანა. ზუსტად არ ვიცით, კონკრეტულად რომელი უწყების წარმომადგენლები იყვნენ ისინი. რიგ შემთხვევებში იყო დაკითხვები, რომელსაც ოფიციალური სახე ჰქონდა და რიგ შემთხვევებში – გასაუბრებები“, – განაცხადა ბელა ზაქაიძემ. მისივე თქმით, ამ ადამიანებს აინტერესებდათ, პირველად იყო თუ არა იგი სამხრეთ ოსეთში. „ზეწოლას განვიცდიდი იმიტომ, რომ მეკითხებოდნენ, პირველად ხარ თუ არა სამხრეთ ოსეთშიო. ვეუბნებოდი, კი, პირველად ვარ და იმ სოფელშიც, აძვში, პირველად ვიყავი. თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ აქვთ ბაზა, სადაც ვფიქსირდებოდი, თითქოს ადრეც ვიყავი იქ ნამყოფი", – აღნიშნა ბელა ზაქაიძემ. მისივე თქმით, როდესაც მან იქ მყოფ პირებს უთხრა, რომ საკანში საშინელი, გაუსაძლისი სიტუაცია იყო და იქ არ შეიძლებოდა გაჩერება, ცინიკურად პასუხობდნენ. „მეუბნებოდნენ: სუნია? სუნი გაწუხებს? გარკვეული პირების მხრიდან იყო ცინიკური დამოკიდებულება. თუმცა იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დამამახსოვრდა. ის ქართულად გველაპარაკებოდა, საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო და თავაზიანად გვექცეოდა", – განაცხადა ბელა ზაქაიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.