Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/cms-image-0000044281.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/cms-image-0000044281.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/cms-image-0000044281.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/cms-image-0000044281.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ირაკლი ხინთბა - არავინ აპირებს აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას
აფხაზეთი თანახმა არ არის, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გეგმის ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის მტკიცებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა აფხაზეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილოს. ხინთბა განმარტავს, რომ საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის შორის არსებულ შეთანხმებაზე და არა ცალკე აფხაზეთის რეგიონთან დოკუმენტის ხელმოწერაზე. "სინამდვილეში არავინ აპირებს აფხაზეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. საქმე ეხება ევროკავშირის გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში, რომელშიც აფხაზეთი საერთო სურათის ნაწილად განიხილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხის ასე დაყენებაზე თანახმა არ ვართ. ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისადმი ევროკავშირის უარყოფითი დამოკიდებულების გავლენის ქვეშაა. მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოებრივი აღქმის ფაქტორი _ თუ ევროკავშირი თუნდაც ნეიტრალურ პოზიციას არ დაიკავებს აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, ეს განწყობა არც თუ პოზიტიური იქნება. თუ ჩვენს ევროპელ კოლეგებს მართლა სურთ დაეხმარონ აფხაზ ერს, რომელიც საქართველოს მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაზარალდა, უნდა მოეპყრონ აფხაზ საზოგადოებას, როგორც დამოუკიდებელ ღირებულებას და არა როგორც ობიექტს, რომელზეც გავლენის მოხდენა შეიძლება საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. დროა, შეწყდეს ჩვენი დანახვა საქართველოს პრიზმიდან. აფხაზეთს სჭირდება პირდაპირი, კონკრეტული და არაპოლიტიზირებული დახმარები სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგის და გეოპოლიტიკური არჩევანის თავსმოხვევა ჩვენთვის უსარგებლო და კონტრპროდუქტიულია", - განაცხადა ხინთბამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.