Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/3112irakli_alasania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/3112irakli_alasania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/3112irakli_alasania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/3112irakli_alasania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. აშშ-ში ვიზიტს ირაკლი ალასანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში სტუმრობით დაიწყებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადგილზე პირადად გაეცნობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და ნატო-ს ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესს და მათ მკურნალ ექიმებსაც გაესაუბრება. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამართავს შეხვედრებს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრებს დაეთმობა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ვაშინგტონში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ კუთხით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას. კონფერენციაში სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა ბრუკინგსის ინსტიტუტში თემაზე "საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში". ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის კონფერენციის "საქართველოს ევროპული არჩევანი" ფარგლებში, გამართულ დისკუსიაში - "საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფება" მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს აშშ-ის გავლენიანი არასამთავრობო სექტორისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრები იგეგმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.