Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/59naramnia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/59naramnia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/59naramnia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/59naramnia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
დავით ნარმანია - კოალიციამ თბილისში ღირსეული კანდიდატები წარადგინა
კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს დედაქალაქთან მიმართებაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, კოალიციამ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარადგინა. "თითოეული მათგანი არის პროფესიონალი და პატრიოტი და თითოეულ მათგანს შეტკივა გული დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვები, საერთო პროგრამა და ამ ხედვების და პროგრამის ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ღირსეულ, შთამბეჭდავ და დამაჯერებელ შედეგებს მიიღებს 15 ივნისის არჩევნებში. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თითოეული მათგანი დეტალურად იცნობს თავიანთი რაიონის პრობლემებს. ისინი ხალხთან მჭიდრო კომუნიკაციით მოახერხებენ იმას, რომ თუკი რაიმე პრობლემა არსებობს, თითოეულმა ეს პრობლემა ამოწუროს, მოიტანონ გადაწყვეტილების მიმღებ ხალხამდე და მოვაგვაროთ ყველა ეს პრობლემა", - განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, მათი ხედვები ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, არის საერთო. "ვაპირებთ, რომ პირველ რიგში, ღირსეულად გავიმარჯვებთ არჩევნებში და შემდეგ ღირსეულად შევუდგებით ქალაქის განვითარების საქმეს", - განაცხადა ნარმანიამ. კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ წარადგინა. 1. ჯაბა ჯიშკარიანი - "ქართული ოცნება" – მთაწმინდა. 2. გიორგი მუსხელიშვილი - "თავისუფალი დემოკრატები" - ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი. 3. გოჩა ბაბუნაშვილი – "ქართული ოცნება" - ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები. 4. შორენა ბუხრაშვილი - "ეროვნული ფორუმი" - სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი. 5.გივი ჭიჭინაძე – "ქართული ოცნება" - ვეძისი, კანდელაკის ქუჩა, ვაჟა ფშაველა, ყაზბეგის გამზირი, საბურთალოს მარცხენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, გოთუას ქუჩა. 6. დავით ზურაბიშვილი – "რესპუბლიკური პარტია" - საბურთალოს მარჯვენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, იოსებიძე, შარტავას, დოლიძის, ხილიანის, ბახტრიონის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. 7. ბექა ნაცვლიშვილი - "ქართული ოცნება" - კრწანისი, ფონიჭალა. 8. ილია ჯიშკარიანი - "თავისუფალი დემოკრატები" - ავლაბარი, მეტრომშენი. 9. ირაკლი აბუსერიძე – "ქართული ოცნება" - ვაზისუბანი, მერვე ლეგიონი. 10. ზურა ნეფარიძე - "ეროვნული ფორუმი" – ნავთლუღი. 11. ია მაკასარაშვილი – "ქართული ოცნება" - ვარკეთილი. 12. ლევან დარახველიძე - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - მესამე მასივი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.