Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ემოციური ფონი დამძიმდა და ნინო შუბლაძე ტელეკომპანიიდან სამი თვით ადრე წავიდა
ნინო შუბლაძის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან წასვლის ერთ-ერთი ფაქტორი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც იყო, ამ მოვლენებით ემოციური ფონი დამძიმდა და ნინო შუბლაძე,აგვისტოს ნაცვლად,ტელეკომპანიიდან სამი თვით ადრე წავიდა. - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. "შარშან, ამ დროს, შევთანხმდით, რომ ნინო აგვისტოდან მიდიოდა არხიდან. მისი გადაწყვეტილება იყო - ცოტა ხანი მედიაში მუშაობაში პაუზა უნდა აეღო. დანამდვილებით ვიტყვი, ეს პირადი საკითხებით არის განპირობებული. მან გადაწყვიტა, რომ ეს ახლა გაეკეთებინა. შევეცადეთ, "კურიერის" გუნდთან ერთად, გადაგვერწმუნებინა, თუმცა არ გამოგვივიდა. ნინო არხისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ნინოს წასვლა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს იმდენად შეიძლება უკავშირდებოდეს, რამდენადაც ემოციური დამოკიდებულება შეიძლება იყოს მძიმე. ნინოს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც მოვიპოვეთ, არც ჩემთვის და არც მასთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ფაქტორი თავისთავად ეს იყო. ემოციური ფონი ამან დაამძიმა და აგვისტომდე სამი თვით ადრე წავიდა ტელეკომპანიიდან", - აღნიშნა გვარამიამ. მისივე თქმით, ნინო შუბლაძე ტელეკომპანიაში ორ თანამდებობას იკავებდა – გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის. გვარამიას განმარტებით, ნინო შუბლაძის კომპეტენცია გაიყო და პირველი მოადგილე იქნება ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი - გიორგი ლაფერაშვილი. რაც შეეხება გადაცემა "პოზიციას", რომლის წამყვანიც ნინო შუბლაძე იყო, გვარამიას თქმით, ტელეკომპანიაში დღეს იმსჯელებენ, ვინ წაიყვანს ან რა ფორმატით გაგრძელდება აღნიშნული თოქ-შოუ. მისივე თქმით, შუბლაძის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. "ბრძოლას ჩვენ მიჩვეული ვართ. ჩვენი მთავარი მებრძოლი არის "კურიერის" გუნდი, თუმცა ნინო შუბლაძე ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ასეთი მაღალი დონის პროფესიონალები მედიაში ცოტა არიან. მგონია, რომ ის მედიაში დაბრუნდება და ჩვენი კარი მისთვის ღიაა", - აღნიშნა გვარამიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.