Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/523452_10151821970882670_1720370835_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/523452_10151821970882670_1720370835_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/523452_10151821970882670_1720370835_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/523452_10151821970882670_1720370835_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ცესკო-მ ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა
საარჩევნო ადმინისტრაცია, 16 მაისიდან, ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს. ცესკო-მ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა (სააგენტომ ცესკო-ში მონაცემები 1-ელ მაისს წარადგინა). შედეგად, კომისიაში არსებული მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 472 772-ს შეადგენს. ამასთან, ვინაიდან, ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ჯერ არ ამოწურულა, აღნიშნული მონაცემი დაზუსტდება. "თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები - მათი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ხმის მისაცემად. ამომრჩევლებს საინფორმაციო ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დაურიგებენ", - განმარტავენ ცესკო-ში. ცესკო მიმართავს ამომრჩევლებს, - ბარათში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს. იმ შემთხვევაში კი თუ ამომრჩეველი საერთოდ ვერ მიიღებს საინფორმაციო ბარათს, უნდა დაუკავშირდნენ ცესკო-ს კონტაქტ-ცენტრს ნომერზე - 2 51 00 51. ამომრჩევლების მიერ მომართვის ბოლო ვადაა 29 მაისი.ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება ასევე შეუძლიათ ცესკო-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ საძიებო სისტემაში; წელს პირველად, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ფოტოსურათებიანი ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, შესაბამისად საძიებო სისტემა იძლევა ფოტოსურათების გადამოწმების შესაძლებლობასაც. "შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე. ამიტომ ცესკო მოგიწოდებთ, დროულად გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები და 28 მაისამდე მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს", - აცხადებენ ცესკო-ში. მათივე განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ამომრჩეველთა სია და გადაამოწმონ მონაცემები. ცესკო-მ მათთვის შექმნა სპეციალური პროგრამა საძიებო სისტემით, რომელიც აღნიშნულ სუბიექტებს გაუმარტივებს ამომრჩეველთა სიებზე მუშაობის პროცესს. "ცესკო მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ მონაცემების გადამოწმების პროცესში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ ჩვენს კონტაქტ-ცენტრს, ნომერზე 2-51-00-51", - აცხადებენ ცესკო-ში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.