Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10154957_661048333986246_2319822972586192268_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10154957_661048333986246_2319822972586192268_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10154957_661048333986246_2319822972586192268_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10154957_661048333986246_2319822972586192268_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვერ მეტყვით ვერც ერთ დანაპირებს, რომელიც არ შევასრულეთ
საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის რანგში ჟურნალისტებს უკვე მეორედ ხვდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის სასიხარულოა ყოველთვის მედიასთან შეხვედრა, სადაც საშუალება აქვს ისაუბროს იმაზე, რას აკეთებს მთავრობა და ასევე უპასუხოს ყველა კითხვას. "ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, ბიუჯეტი ივსება- არ ივსება, აჟიოტაჟი ატეხეს გასულ წელს გაირღვა თუ არ გაირღვა, ისიც ვერ გაარკვიეს გაირღვა თუ რა. საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ სტაბილურად გავაგრძელეთ ქვეყნის განვითარება, რაც მანამდე არ არსებობდა. 2014 წლის პირველ კვარტალაში საგადასახადო შემოსავლები გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს 21 %-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი, ხოლო 2014 წლის 4 თვეში 19%-ით მეტი დაფიქსირდა, ვიდრე 2013 წელს. 2014 წლის პირველ კვარტლაში კი ეკონომიკურმა ზრდამ 7,4 % ზრდა შეადგინა", -განაცხადა პრემიერმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაიზარდა პენსია ყველა კატეგორის პენსიონერისთვის, გაორმაგდა სოციალურად დაუცველების დახმარება, გაიზარდა დევნილთა შემწეობა, სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა და სახელმწიფო ფარავას თითოეული მოქალაქის ხარჯებს, შემცირდა ელექტოენერგიისა და გაზის ტარიფები. "ვერც ერთ დანაპირებს ვერ მეტყვით, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. შესრულდება ყველა დანაპირები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე მივეცით მოსახლეობას ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო რაც 18 თვეში მოვახერხეთ, ეს იყო უპრეცედენტო. ეს ყველაფერი შევძელით ბიუჯეტის სწორად გადანაწილებით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, ეს ყველაფერი, დღეს შეიძლება ბევრს არ ახსოვს და ამიტომ საჭიროდ ჩათვალა ამის შეხსენება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.