Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/PollingStation.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/PollingStation.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/PollingStation.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/PollingStation.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პარტიულ სიაში რეგისტრირებული კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არჩევნებიდან სიის მოხსნის საფუძველი არ იქნება
პარტიულ სიაში რეგისტრირებულ კანდიდატთა უარი არჩევნებში კენჭისყრაზე, არჩევნებიდან პარტიული სიის მოხსნის საფუძველი არ იქნება. ამას ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება "ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ" ითვალისწინებს, რომლიც გუშინდელ სხდომაზე ცესკოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. კერძოდ, სააარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუკი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდება, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიული სიის რეგისტრაცია უქმდება. ცესკომ საკუთარი დადგენილებით ის გარემოებები დააკონკრეტა, რაც კანდიდატთა მინიმუმზე ნაკლები ოდენობით დარჩენილი სიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს. ეს შემდეგი გარემოებებია: რეგისტრირებული კანდიდატის გარდაცვალება; თუკი რეგისტრირებულ კანდიდატს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საარჩევნო კომისიას ოფიციალურად წარედგინება; თუკი რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციის შემდგომ პასიური საარჩევნო უფლება შეეზღუდება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საარჩევნო კომისიას წარედგინება; თუკი რეგისტრირებულ კანდიდატს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, კანონით დადგენილი წესით, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტი გაიწვევს. შესაბამისად, პარტიულ სიაში რეგისტრირებულ კანდიდატთა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, არჩევნებიდან სიის მოხსნის საფუძველი არ იქნება. აღნიშნული დადგენილების მიღება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცალკეულ რაიონებში ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა საკუთარი კანდიდატურების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ოპოზიციამ მათ წარმომადგენლებზე ზეწოლით ახსნა. თავის მხრივ, "ქართული ოცნება" იმ ნორმის გაუქმების წინადადებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, პარტიულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილ კანდიდატთა ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სია იხსნება. შესაბამისი ინიციატივით მათ ცესკოს მიმართეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.