Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10371949_10203935990870697_5408215447679002905_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10371949_10203935990870697_5408215447679002905_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10371949_10203935990870697_5408215447679002905_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10371949_10203935990870697_5408215447679002905_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო
უკრაინაში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც 56 ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა და მას პოლონეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, ლიტვის, მოლდოვისა და გერმანიის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი. რადაში შეკრებილმა საზოგადოებამ უკრაინის თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. "მე, პეტრო პოროშენკო - ხალხის მიერ არჩეული პრეზიდეტი - ვფიცავ, რომ მთელი ჩემი საქმიანობით დავიცავ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ვიზრუნებ უკრაინელი ხალხის კეთილდღეობაზე და დავიცავ მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას, უკრაინის კონსტიტუციას. შევასრულებ ჩემს მოვალეობას ყველა თანამემამულის ინტერესების გათვალისწინებით. ავამაღლებ უკრაინის ავტორიტეტს მთელ მსოფლიოში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უმაღლესი რადას სხდომათა დარბაზში რიგით მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისმენდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კუჩმა, ლეონიდ კრავჩუკი და ვიქტორ იუშჩენკო. გიორგი მარგველაშვილი კიევში პირადად პეტრო პოროშენკოს პირადი მიწვევით იმყოფება. 48 წლის ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა 25 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,7%-ი მიიღო.ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრებს შორის 23 სახელმწიფოს მეთაური იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.