Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/274_35501_911642_J18A2352.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/274_35501_911642_J18A2352.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/274_35501_911642_J18A2352.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/274_35501_911642_J18A2352.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პრემიების გაცემის წესის შესახებ პროექტი მთავრობის სხდომას 26 ივნისს წარედგინება
საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან , - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკატერინე ქარდავას ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა. მათი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი მთავრობის სხდომას ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება. ნინო კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და გაჩნდა კითხვები სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთებით დიდი ოდენობით მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით."სწორედ ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ საკითხზე მუშაობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო, ამ დროისთვის უკვე შემუშავებულია პრემიების გაცემის წესი და სულ მალე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. აღსანიშნავია, რომ პრემირების წესის შემუშავებაში ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას" , - აღნიშნა ნინო კობახიძემ. მისივე თქმით, დღეისათვის უკვე დადგენილია პრემიის ზღვრული ოდენობა, რომლის ზემოთაც დაუშვებელი იქნება პრემიის გაცემა, განსაზღვრულია როგორც პრემიის გაცემის პერიოდულობა, აგრეთვე პრემიის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების წრე. "ეს გახლავთ მნიშვნელოვანი სიახლე, ეს არის ერთგვარი შეზღუდვა, რომელიც უკრძალავს ხელმძღვანელ პირს საკუთარ თავს გამოუწეროს პრემია. ამიერიდან ვერავინ ვეღარ შეძლებს ამ სრულიად მანკიერი წესით ბიუჯეტის ფულის ხარჯვას",-განაცხადა კობახიძემ. როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 1 ივლისისთვის დაგეგმილია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის. "ეს კონცეფცია გახლავთ ერთწლიანი კონცეპტუალური მსჯელობის შედეგი და ითვალისწინებს სრულიად ახლებურ მიდგომებს. მისი შემუშავება მოხდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამაში გვეხმარება და მხარში გვიდგას ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID), კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობდა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც უცხოელი ექსპერტები, ისე ქართველი მეცნიერები და პრაქტიკოსები", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.