Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/parlamenti5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/parlamenti5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/parlamenti5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/parlamenti5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მთავრობამ პარლამენტს ადგილობრივ მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის წესის დამტკიცების წინადადებით მიმართა
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომელთაც ატესტაცია არ გაუვლიათ, 2015 წლის 1-ელ ივლისამდე ატესტაციას დაექვემდებარებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის და ასევე კონკურსების სავალდებულო ეტაპი ტესტირება იქნება. ამას "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. ამავე პროექტის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მთავრობამ მათი უწყვეტი სწავლების სისტემა, სისტემაში ჩართული უწყებების უფლებამოსილებები, სწავლების სისტემის პრინციპები და წესი უნდა განსაზღვროს. კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული მოხელეებიდან მხოლოდ 3,5%-ია დანიშნული კონკურსის გავლის შედეგად. მოხელეთა დიდი ნაწილი დანიშნულია უვადოდ - კონკურსის გავლის გარეშე. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების უმრავლესობას არ გაუვლია საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის რაიმე ფორმალიზებული პროცედურა. ყოველივე ამას ერთვის ისიც, რომ უცვლელი დარჩა მოხელეების თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის სამართლებრივი რეგულირება, როგორიცაა ატესტაცია. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, საჯარო მოხელე ატესტაციას სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება. საატესტაციო პერიოდის ათვლა მოხელის თანამდებობაზე დანიშვიდან იწყება და უვადოდ დანიშნულ მოხელეებზე ვრცელდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იმის გამო, რომ კანონში არსებულ ჩანაწერს არ ახლავს ატესტაციის სავალდებულოობის დამდგენი რაიმე ნორმა, არსებული მონაცემებით, ატესტაცია თითქმის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა. "ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობების შტატების ოპტიმიზაციას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების და მათ ინსტიტუციურ ცვლილებებს. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გაჩნდება ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების საჭიროება, რაც თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ადგილობრივ მოსამსახურეთა შესაბამისობის გადაფასების საჭიროებას წარმოშობს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. პროექტის მიხედვით, ატესტაციისა და კონკურსებისთვის გათვალისწინებული ტესტირებისათვის სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, ასევე ტესტირების შეფასების კრიტერიუმებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეიმუშავებს და დაამტკიცებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.