Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10492011_852545611440869_1671288711730438094_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10492011_852545611440869_1671288711730438094_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10492011_852545611440869_1671288711730438094_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10492011_852545611440869_1671288711730438094_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
შსს მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან შეთანხმებას ხელი მოაწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანელ კოლეგასთან - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაიზირესთან. შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: სიცოცხლის, სხეულისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფულის გაყალბება, ფინანსური დანაშაულები და სხვა. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული კუთხით, კერძოდ: დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში მეკავშირე ოფიცრების წარგზავნა, სპეციალისტების წარგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კრიმინოლოგიური და საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის შედეგების გაზიარება. შეხვედრის შემდეგ, შეთანხმების ხელმოწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიზირემ შეაფასა: „გერმანიის ფედერაციული მთავრობა, რომელსაც მე წარმოვადგენ და საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს ჩემი კოლეგა, ხელს აწერს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თავისუფლება და უსაფრთხოება ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არ არსებობს უსაფრთხოება და უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს თავისუფლება. დღესდღეობით უსაფრთხოების ორგანიზება არცერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია და ამისათვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა. მე ვგულისხმობ უსაფრთხოებაში არა მარტო კრიმინალთან ბრძოლას, არამედ ეს ეხება უსაფრთხოებას ძალიან ფართო გაგებით, გნებავთ, ფრენის უსაფრთხოებას, გნებავთ, საზღვრების უსაფრთხოებას, გნებავთ, დოკუმენტების უსაფრთხოებას, გნებავთ, დახმარებას პოლიციელთა თანამშრომლობაში. ჩვენი დღევანდელი შეთანხმების მიზანია საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო მაღალხარისხობრივ საფეხურზე ავიყვანოთ. დღევანდელ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრებმა. ეს მხოლოდ ხელმოწერაა, მაგრამ ხვალიდანვე უკვე დავიწყებთ ამ შეთანხმების განხორციელებაზე მუშაობას“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.