Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/tomas-hamarbergi-sasjelaghsrulebisa-da-probatsiis-saministros-etsvia-3956.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/tomas-hamarbergi-sasjelaghsrulebisa-da-probatsiis-saministros-etsvia-3956.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/tomas-hamarbergi-sasjelaghsrulebisa-da-probatsiis-saministros-etsvia-3956.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/tomas-hamarbergi-sasjelaghsrulebisa-da-probatsiis-saministros-etsvia-3956.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ასოცირების დღის წესრიგი - საქართველომ თომას ჰამარბერგის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს
საქართველომ მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება  და  თომას ჰამარბერგის 2013 წლის სექტემბრის ანგარიშში - "საქართველო გარდამავალ პერიოდში" განსაზღვრული რეკომენდაციების გაითვალისწინება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ ნათქვამია ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების 3-წლიან გეგმას წარმოადგენს. ასოცირების დღის წესრიგით საქართველო იღებს ვალდებულებას, ადამიანის უფლებათა დაცვის ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღოს, ასევე გადადგას ნაბიჯები გაეროსა და ევროსაბჭოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტების ხელმოწერის, რატიფიკაციისა და ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანისთვის, "მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" გაეროს კონვენციის და "რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან" დაკავშირებით ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. საქართველო ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს უნარშეზღუდულ პირთა უფლებების თაობაზე გაერო-ს კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაცია, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა, მედია პლურალიზმის გაძლიერების გაგრძელება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პროფკავშირების მხარდაჭერა, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო, თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა და იქ შიდა და გარე მონიტორინგის გაძლიერება. რაც შეეხება მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმირებას, ასოცირების დღის წესრიგში ხაზგასმულია სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფის მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ ეს სტრუქტურები თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა არამართლზომიერი ჩარევისაგან. "გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ამასთან ერთად, მოხდეს სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში მხარეების თანასწორობის გაზრდა. განისაზღვროს სათანადო საკონსტიტუციო ჩარჩო პროკურატურისთვის ეფექტიანი ზედამხედველობით, რათა მოხდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა და ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად პროფესიონალური პროკურატურა, რომელიც თავისუფალი იქნება, როგორც პოლიტიკური პარტიის, ასევე, სხვა არამართლზომიერი ზეგავლენისგან; უზრუნველყოფილ იქნას სისხლის სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად განხორციელება, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი; გაიზარდოს სამართალდამცველი ორგანოების ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა. საჩივრები პოლიციისა და პროკურორების წინააღმდეგ, საჭიროებს პროფესიონალურ და ეფექტიან მექანიზმს მათზე სარწმუნო რეაგირებისთვის. განხილულ იქნას სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, მსგავსი საქმეების გამოსაძიებლად. გადაიხედოს ადმინისტრაციული დაკავების წესები სამართლიანი სასამართლო განხილვის ნორმების შესაბამისად", - ნათქვამია ასოცირების დღის წესრიგში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.