უკრაინა - ნატოს ქვეყნებმა კიევისთვის იარაღის მიწოდება დაიწყეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გელეტეის განცხადებით, ნატოს ქვეყნებმა კიევისთვის იარაღის გადაცემის პროცესი დაიწყეს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
"მიმდინარეობს იარაღის გადაცემის პროცესი, რომელიც პუტინს შეაჩერებს. ეს პროცესი დაიწყო და ვგრძნობ, რომ ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც უნდა ვიაროთ", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
7 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნატოს 4-5 სექტემბრის სამიტზე მიღწეულია შეთანხმებები უკრაინისთვის სამხედრო მრჩეველებისა და იარაღის მოწოდების შესახებ აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ნორვეგიიდან. თუმცა, მოგვიანებით, პოლონეთის, იტალიისა და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები