პოლიტიკა
ალექსი ბატიაშვილმა დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა მისი დაკითხვის ოქმი არ დაადასტურა და ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა. 
როგორც სამუშია აცხადებს, დაკითხვა დარღვევებით წარიმართა. მისი თქმით, დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკითხვის ოქმში არ იყო ასახული ალექსი ბატიაშვილის პასუხები სრულად და არ იყო დაფიქსირებული ბატიაშვილის და მისი ადვოკატის პროტესტი. "დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით, ვერც ვიფიქრებდი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკითხვის მიმდინარეობისას ალექსი ბატიაშვილი როდესაც სცემდა პასუხს, გამომძიებელ ფუტკარაძეს პასუხები არ მოსწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც პროტესტი დავაფიქსირეთ და შესაბამისი პროტესტი იქნა ჩვენს თვალწინ ოქმში შეტანილი. როდესაც დაკითხვა დასრულდა, წარმოდგვიდგინეს ოქმები და საოცრება მოხდა. დაკითხვის ოქმში ალექსი ბატიაშვილის პასუხების უმრავლესობა არ იქნა ასახული ისე, როგორც იყო ნათქვამი, უმრავლესობა კი იქნა ამოღებული. პროტესტები არ იყო დაფიქსირებული", - აღნიშნა ადვოკატმა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მათ აღნიშნული დარღვევა გააპროტესტეს, გამომძიებელმა მეორე ოქმი წარუდგინა, სადაც პროტესტი იყო დაფიქსირებული, თუმცა, დაკითხვის პროცესი არ იყო სრულფასოვნად ასახული. სამუშიას თქმით, მათ ეს ოქმიც გააპროტესტეს და დაკითხვის ოქმში ასახულ ფაქტებს არ დაეთანხმნენ.
"ბატიაშვილმა განაცხადა, რომ არ იზიარებდა ასახულ ფაქტებს, შესაბამისად, ვერ დაადასტურებდა და აღნიშნულ ოქმზე ხელს ვერ მოაწერდა. ამის შემდეგ დაკითხვის ოქმში გაკეთდა წერილობითი შენიშვნა ჩვენს მიერ იმის შესახებ, თუ რა დაღვევებით მიმდინარეობდა დაკითხვა", - განაცხადა სამუშიამ.
კითხვაზე, იყო თუ არა ზეწოლა დაკითხვის დროს, სამუშიამ განაცხადა: "ზეწოლას ვერ გაგვიბედავდნენ, მაგრამ იყო შეფარული, ასე ვთქვათ, მცდელობა იმისა, რომ სასურველი პასუხები მიეღო გამომძიებელს".
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ალექსი ბატიაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს გამოცხადდეს დაკითხვაზე და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დღეს 14.00 საათიდან კითხავდნენ. ალექსი ბატიაშვილმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.
პროკურატურაში, დაკითხვაზე შესვლამდე კი ალექსი ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას "სილქნეტის" ფინანსურ დირექტორთან მისი ნათესაურო კავშირი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ტენდერის დროს მასთან შეხება არ ჰქონია.
პროკურატურის ინფორმაციით, ალექსი ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია და საქმის მასალებში იკვეთება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს სწორედ ბატიაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.
თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.