პოლიტიკა
ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრის სახელით დამირეკეს, რომ საფრანგეთში შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა
"როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, საქართველოს თავდაცვის საკითხი იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, ვინც ხელისუფლებაში მოვა", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმ კავშირზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმსა და ე.წ. კაბელების საქმეს შორის არსებობს.
"მაშინ როდესაც მე, 27 ოქტომბერს საფრანგეთში ჩავედი და კოლეგასთან შეხვედრა მქონდა, მეორე დღეს, 28-ში, დილით შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა იგეგმებოდა, მე დამირეკეს და გადმომცეს პრემიერ-მინისტრის სახელით, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა, არადა ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან არაერთი თვის განმავლობაში.  ჩემთვის ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა რომელიც გაეხსნა, პოლიტიკური შანსი, რომელიც მიეცა მრავალწლიანი ემბარგოს მერე, ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომ მე წინასწარ როგორც ვიყავით შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე ამ მემორანდუმს ხელი და 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. იმ მომენტში, როდესაც უარი ვთქვი, რომ ამ არასწორ, უკანონო მითითებას დავმორჩილებოდი, მეორე დილით, როდესაც ხელმოსაწერად მივდიოდი, დაკავებულ იქნა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე ჩემს სწორ განზრახვაზე უარს ვიტყოდი. მე ვთქვი და გავიმეორებ, ისინი კარგად არ მიცნობენ. მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში. არასდროს არ მქონია არჩევანის გაკეთების არც ფუფუნება, არც უფლება და არც სურვილი მორალურ კომპრომისსა და სწორ გზას შორის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ მემორანდუმს ხელი მოაწერა. 
ალასანიას თქმით, როდესაც თბილისში ჩამოვიდა და დაკავების მიზეზი იკითხა, პასუხი ვერ მიიღო და პროკურატურამ თავხედურად გააგრძელა პოლიტიკური ნიშნით შეტევა "თავისუფალ დემოკრატებზე" და მის ლიდერზე.  ალასანიას თქმით, ამ ისტორიას დეტალურად აქამდე არ ჰყვებოდა, ვინაიდან იმედი ჰქონდა, რომ მარტის ბოლომდე, სანამ მემორანდუმი მოქმედებდა, ამ საკითხს არ დაივიწყებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს შანსი ხელიდან გაშვებულია, ვინაიდან მემორანდუმს კონკრეტული ვადები ჰქონდა.
"მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, როგორც კი მშვიდობიანი არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება მოხდება, საქართველოს თავდაცვის საკითხი, საჰაერო სუვერენიტეტის საკითხი იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, ვინც ხელისუფლებაში მოვა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.