პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო აღორძინების რთულ პროცესს გადის
საქართველო გააგრძელებს სვლას იმ გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში ღირებულებებისა და ფასეულობების გამყარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე ისაუბრა და განმარტა, რომ საუბარი საქართველოსა და რეგიონში სხვადასხვა კუთხით მიმდინარე პროცესებს შეეხო. "ჩვენ შევეხეთ რამდენიმე პრობლემურ საკითხს, მათ შორის იმას, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულებები. ისინი საქართველოს სუვერენიტეტს დარტყმას აყენებს. გარდა ამისა, საკმაოდ დატვირთული იყო ჩვენი დღის წესრიგი – ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არსებითი პაკეტი და წვრთნისა და შეფასების ცენტრის განვითარება. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით და ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ პაკეტში მოცემული საკითხები შესრულდება დროულად და ეფექტურად. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებშიც. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ქართველი ხალხის არჩევანზე, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი და გაიზიაროს ის ღირებულებები, რომელზეც ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. საქართველო გააგრძელებს მოძრაობას იმ გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში ღირებულებებისა და ფასეულობების გამყარება - იმ ღირებულებების, რომელზეც დგას ალიანსი. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.