პოლიტიკა
საქართველო რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტში რამდენიმე შესწორებას ითხოვს
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები რიგის სამიტის დეკლარაციაში რამდენიმე ცვლილების შეტანას ითხოვენ. კერძოდ, როგორც დიპლომატიური წყაროებიდან გახდა ცნობილი, საქართველო ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერში ითხოვს შემდეგი წინადადების ჩამატებას: "სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოს მიერ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხი პუნქტის გათვალისწინებით, მოკლე პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც აჩვენებს ქვეყნის ძლიერ ვალდებულებებს და იმ მცდელობების მასშტაბებს, რაც გაკეთდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მეორე ეტაპზეა და ასრულებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, სამიტის მონაწილეები ადასტურებენ მზაობას, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპი შეჯამდეს 2015 წლის დასასრულისთვის, რის შემდეგაც საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ". 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შესწორების შეტანას ითხოვს უკრაინაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსთვისაც.  მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ასევე ითხოვენ, რომ დეკლარაციის ევროპული მისწრაფებების ნაწილში ჩაემატოს შემდეგი წინადადება: "ისინი აცნობიერებენ, რომ ევროპული პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორებისათვის წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას დემოკრატიული და ეკონომიკური რეგორმების წარმატებული მომავლისთვის".  აღნიშნული სამი ქვეყანა ასევე ითხოვს, დოკუმენტის ტექსტში ჩაემატოს - "ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის ჩანაწერების გათვალისწინებით, ისინი თანხმდებიან, რომ ასოცირების შეთანხმებები არ შექმნის მცდარ წარმოდგენას და დატოვებს ღიად ასპირანტ პარტნიორებთან კავშირის სამომავლო განვითარების საკითხს". საქართველო და უკრაინა ასევე კონფლიქტებთან დაკავშირებით რამდენიმე ჩანაწერის დამატებას ითხოვენ, კერძოდ, როდესაც საუბარია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ქართული და უკრაინული მხარის მოსაზრებით, უნდა ჩაემატოს წინადადება "უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა" ან "უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულმა ქმედებებმა ან საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის ფუნდამენტური პრინციპები არ არის გარანტირებული" ან - "უნდა იყოს დაცული 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე". ამასთან, ქართული მხარე ითხოვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებასაც, კერძოდ: "სამიტის მონაწილეები ადასტურებენ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობენ ე.წ. შეთანხმებებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთსა და ცხინვალთან გააფორმა".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.