პოლიტიკა
"არ მგონია, რომ ჩვენი დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ," - ბიძინა ივანიშვილი

შეუსრულებელი დაპირებები არ არსებობს - ამტკიცებს საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამ ეტაპზე მის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამჟამად საქართველოში სახალხო ხელისფლებაა - ქვეყანას კარგი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს. ეს განცხადებები ყოფილმა პრემიერმა "გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება - ვთქვათ, დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდა ხელისუფლების უზურპაცია, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. არაფერი ამის მსგავსი არ ჩანს. მე ვარ კარგი სათადარიგო მოთამაშე. მე არ მგონია, რომ ჩვენი დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ. მე მრავალჯერ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას დაპირებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ხელისუფლებაში არ ვარ. სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუ გნებავთ, რაღაც კონფერენცია გავაკეთოთ გნებავთ მედიასთან, გნებავთ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც ექსპერტებს ეძახიან საკუთარ თავს და ვასაბუთოთ რა ვთქვით, რა დავპირდით და რა არ გავაკეთეთ. დაპირებები რაც იყო, ყველაფერი შესრულდა და სრულდება. მაგალითად პროკურატურის კანონი შედის", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაზეც ისაუბრა.

„ერთი პრობლემაა, რომ ყოველთვის უნდა აკრიტიკოს, კარგია თუ ცუდია, ყოველთვის უნდა თქვას ცუდი, როგორი კარგიც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მე მგონია, რომ აქაც ცოტა განვითარება გვაკლია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.