პოლიტიკა
ლორა ჯუიტი - "ენ-დი-აის" გამოკითხვა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის განწყობებსა და მოთხოვნებს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ენ-დი-აი-ს ევრაზიის პროგრამის დირექტორ ლორა ჯუიტთან ინტერვიუს ავრცელებს. სტატია "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ვებ- გვერდზე გავრცელდა სათაურით "ჯუიტი კვლევაში თავმოყრილ ინფორმაციას ადგილობრივი არჩეული მმართველებისთვის ოქროს საბადოს უწოდებს". "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მიხედვით, ენ-დი-აის ბოლო კვლევაზე საუბრისას, რომელიც აგვისტო-სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და 4500-მდე ინტერვიუს მოიცავს, ლორა ჯუიტი ამბობს, რომ კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. მისი თქმით, ეს გამოკითხვა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის განწყობებს და მოთხოვნებს, ჯუიტი ამ ინფორმაციას ადგილობრივი არჩეული მმართველებისთვის ოქროს საბადოს უწოდებს. "ეს კვლევა პოლიტიკური პარტიებისთვის და ადგილობრივი მმართველებისთვის წარმატების რეცეპტია. თუ პოლიტიკოსი ხართ მოქალაქეებს უნდა ელაპარაკოთ, ელაპარაკეთ სამუშაო ადგილებზე, უთხარით როგორ გააუმჯობესებთ სამუშაო გარემოს, ელაპარაკეთ გზებზე, წყალზე, გაზის მიწოდებაზე. მნიშვნელოვანია შემდეგ მიყვნენ ამ საკითხებს, იპოვონ მათი მოგვარების გზები. თუ პარტიები კვლევას ამ მიზნისთვის გამოიყენებენ, ეს ძალიან ფასეული ინფორმაცია შეიძლება იყოს", - ამბობს ჯუიტი. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, ლორა ჯუიტი მიიჩნევს, რომ ეს კვლევა სასარგებლო რესურსია პოლიტიკოსებისთვის, პარტიებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის "იყვნენ ფაქტებზე და არა ემოციებსა და კამათზე ორიენტირებულნი". ჯუიტის თქმით, უსიამოვნო ამბის გაგებას და მიღებას ადამიანებს ხშირად ინფორმაციის მომწოდებელზე თავდასხმა ურჩევნიათ. ის ამბობს, რომ ენ-დი-აის კვლევებისადმი მძაფრი გამოხმაურება გარკვეულწილად ამის მაგალითია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.