პოლიტიკა
დეპუტატი წიკლაური სამეგრელოდან ყოფილი სპეცრაზმელების მობილიზებაზე
უკრაინული ვებ-გვერდი uarevo.in.ua მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს აქვეყნებს, რომლებშიც სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე ფიგურირებენ. ვებ-გვერდის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამეგრელოდან თბილისში 50 ყოფილი სპეცრაზმელი გადაისროლეს, ოპერაცია კი, მიხეილ სააკაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. „კარგი განწყობაა იქაც. გამოდიან არასამთავრობოები, ექვს საათზე ხომ იყვნენ და ახლაც ეთერში არიან ყველანი. ხვალ ვიღაც ცნობად სახეებს მოიყვანენ და ისევ მთელი დღე ეთერში იქნებიან. 10 საათზე მიდიან სასამართლოსთან ნაწილი ხალხის და ჩვენი 3 ათას კაცამდე, პლიუს კობა მოვა „რუსთავი 2-თან“. კარვები და რაღაცები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს და დაიწყებენ უკვე ხვალ დამონტაჟებას. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ მაგათ ეგეთი სცენარი, ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ ერთი ექვსას კაცს და იქ მოხდეს ქლეში რაღაც და მერე პოლიცია... ჩამოგვყავს ვიღაც-ვიღაცები, ცოტა ისეთი ხალხი, 50 ადრე სპეცრაზმელი ჩამოგვყავს სამეგრელოდან. მე მგონია, რომ რაღაც ამყრალდა ვნახოთ, ხვალ გამოჩნდება“, - ეს სიტყვები ჩანაწერის მიხედვით სავარაუდოდ, ნუგზარ წიკლაურს ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის ფარულ აუდიო ჩანაწერებში ასევე საუბარია ბარიკადებზე და გარკვეული კონსტრუქციების მოწყობაზე, სავარაუდოდ "რუსთავი 2"-ის შენობასთან. ნუგზარ წიკლაური ყოფილ პრეზიდენტს დეტალურად უყვება თუ რა სამუშაოები გასწიეს მათ ამ მიმართულებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.