მალიში ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს
მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო "რედისონ ბლუ"-ს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გახსნეს.
უცხოური მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს.
„ყველაფერი სასტუმროს მე-7 სართულზე ხდება. ჯიჰადისტებმა სასტუმროს კორიდორში სროლა ატეხეს“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ტერორისტებმა,მხოლოდ ის მძევლები გაათავისუფლეს, რომლებმაც ყურანის შინაარსი იცოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიარაღებული პირები სასტუმროში დიპლომატიური სანომრე ნიშნიანი ავტომობილებით მივიდნენ.
მალის დედაქალაქის სასტუმროში მძევლებს შორის Turkish Airlines-ის ექვსი თანამშრომელი და ასევე, საფრანგეთის ხუთი მოქალაქე იმყოფება. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები.

მასალის გამოყენების პირობები