მსოფლიო
ფედერიკა მოგერინი-ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯის შემოღებას აპირებს, ევროკავშირში ვერ შევა
ევროკომისარი იოჰანეს ხანი ვარაუდობს, რომ შესაძლო დაპატიმრებების განსახორციელებლად, ანკარამ წინასწარ შეადგინა თავისი მოწინააღმდეგეების სია. ფედერიკა მოგერინიმ ანკარას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდა. ევროკომისიამ თურქეთის ხელმძღვანელობა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ მის შედეგებზე მუშაობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად წარიმართებოდა, „თუმცა, იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვხედავთ, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ სინამდვილეში ასე არ ხდება", - ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეოს საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ხანმა განაცხადა.

მან შეშფოთება გამოთქვა იუსტიციის ორგანოების რამდენიმე ათასი თანამშრომლის მრავალრიცხოვან დაკავებებთან დაკავშირებით. „ეს სწორედ ის არის, რისიც გვეშინოდა", - განმარტა მან.

"ის გარემოება, რომ უშუალოდ მოვლენების შემდეგ, უკვე არსებობდა სია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი წინასწარ იყო მომზადებული, მათი საჭირო მომენტში გამოსაყენებლად", - განაცხადა ხანმა.

"ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯის შემოღებას აპირებს, ევროკავშირში ვერ შევა",- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

16 ივლისს, ღამით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რომლის შედეგად, დაახლეობით 300 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ქვეყნის არმიასა და იუსტიციის ორგანოებში მასობრივი წმენდა დაიწყო. დაკავებულია 6 ათასამდე ეჭვმიტანილი. დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან დღის წესრიგში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხის განხილვა დააყენეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.