ქართველებმა გერმანელები რაგბში 64:8 დაამარცხეს
7 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი შეხვედრა სტუმრად გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართა და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე პრემიალური ქულით დაამარცხა - ანგარიშით -64:8, (პირველი ტაიმი 31:8).
ქალაქ ჰოიზენშტამის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა არეკნით მე-3 წუთზე გახსნეს, თავიანთი ერთადერთი ლელო კი 27-ე წუთისთვის მიითვალეს (8:14). ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ქულებს მხოლოდ ქართველი მორაგბეები აგროვებდნენ, რომლებმაც მასპინძლებს 10 ლელო (2 ტექნიკური) დაუდეს და მათგან 7 გარდასახეს. საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მეორე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, სადაც მეტოქედ პორტუგალიის ეროვნული გუნდი ეყოლება.
რაც შეეხება პირველი ტურის სხვა შეხვედრებს, რუმინეთის ნაკრებმა პრემიალური ქულით სტუმრად პორტუგალია დაამარცხა - 10:37, ესპანეთმა კი, ასევე პრემიალურით ქულით, შინ რუსეთს აჯობა - 43:10.

მასალის გამოყენების პირობები