საზოგადოება
საინფორმაციო კამპანია COVID-19-ის პრევენციისთვის
ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში COVID-19-ისგან პრევენციის მიზნით, დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ხორციელდება ათი რეგიონული ჰაბის, ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით.

პანდემიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რათა მათ შესძლონ მზადყოფნისა და რეაგირების შესაბამის ეტაპზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, მოქალაქეების მიერ, ჰიგიენის და სოციალური დისტანცირების წესების სწორი დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მიუხედავად მიმდინარე მასიური საინფორმაციო კამპანიებისა, როგორც ტრადიციული, ისე სოციალური მედია საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით, ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს მიეუთვნებიან. მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა. აღიშნულ სამიზნე ლოკაციებში დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობის რისკი მაღალია.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია საქართველოს 10 რეგიონში, წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციაში (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების შესახებ, რაც გულისხმობს, იმ უწყებების სარეკომენდაციო წესებისა და საკონტაქტო ინფორმაციების გავრცელებას როგორიცაა: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი -112; ჯანდაცვის სამინისტრო; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი.
მოსახლეობის პირდაპირი ფორმით ინფორმირების მიზნით, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე, პურზეიმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში მოქმედი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პურის მწარმოებელი კომპანიების: „ელვა“, შპს "მადლიანი 1“, შპს „ლეკო“ , შპს „ვასაძის პური“, შპს „ხელვაჩაურის პურპროდუქტები“, შპს „ნაღდი პური“, შპს „ცინბა“ მიერ წარმოებულ 173,760 პურზე განთავსდა საინფორმაციო სტიკერები და გავრცელდება სამიზნე მოსახლეობაში. ხოლო, 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უფასოდ გავრცელდება სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.

აგრეთვე სურსათის ჩანთები გასავრცელებლად გადაეცემათ ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებლო ორგანოებს, რომლებიც მუნიციპალიტეტების მასშტაბით მოწყვლად ჯგუფებს პროდუქტებს აწვდიან.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2024
დღეს, 25 დეკემბერს, ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა. სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ქალები ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, რაფიელ ერისთავის ბიუსტის მიმდებარედ 17:00 საათზე შეიკრიბნენ და სხვადასხვა
25 / დეკემბერი 2024
სოხუმში, 25 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატად, ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა წარადგინა.
25 / დეკემბერი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ცესკომ“ ოლეგ ბარციცი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა, საინიციატივო ჯგუფის წინადადებით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.