UNFPA: COVID-19-ის პანდემიის გახანგრძლივება ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სავალალო გავლენას იქონიებს
UNFPA– ის ახალი პროგნოზით, 47 მილიონზე მეტმა ქალმა შეიძლება დაკარგოს წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, რაც უახლოეს თვეებში 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს.
"პანდემიის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მილიონობით გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და რომლებიც დადგებიან არასასურველი ორსულობის, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ", - ნათქვამია UNFPA-ს, გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში.
კვლევის თანახმად, ქალების მდგომარეობაზე COVID-19-ის გავლენის მასშტაბი უზარმაზარია. პანდემიის შედეგად გადაიტვირთა ჯანდაცვის სისტემა, დაიხურა სამედიცინო დაწესებულებები, ქალებსა და გოგონებს სამედიცინო მომსახურების მხოლოდ შეზღუდულ პაკეტზე მიუწვდებათ ხელი. ვირუსით დაინფიცირების შიშით, ისინი ხშირად ამჯობინებენ მნიშვნელოვანი გეგმიური სამედიცინო შემოწმებები გამოტოვონ. სავარაუდოა, რომ მომარაგების გლობალურ ჯაჭვში არსებული ხარვეზები კონტრაცეპტივების მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევს, ასევე მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდაც, რადგან ქალებს გახანგრძლივებული დროით უწევთ სახლში დარჩენა.
”ახალი მონაცემები ცხადყოფს იმ კატასტროფულ გავლენას, რომელიც შესაძლოა COVID-19-ის პანდემიამ იქონიოს ქალებსა და გოგონებზე მსოფლიოს გარშემო. პანდემია აღრმავებს უთანასწორობას, ამჟამად მილიონობით ქალი და გოგონა დგას რისკის ქვეშ - დაკარგოს ოჯახის დაგეგმვისა და საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობა.“ აღნიშნავს ნატალია კანემი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი. ”ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ნებისმიერ ფასად უნდა უნდა იქნას დაცული. სერვისების მიწოდება უნდა გაგრძელდეს; მარაგები უნდა იქნას შეივსოს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, დაცვა და მხარდაჭერა უნდა მიიღონ", - ვკითხულობთ კვლევაში.
ძირითადი პროგნოზი:
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ ექნება წვდომა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე, რაც 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯანდაცვის სისტემებში სერიოზული შეფერხებები იარსებებს. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას მოსალოდნელია, რომ დამატებით 2 მილიონამდე ქალს არ ექნეს თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა.
გენდერული ნიშნით ძალადობის 31 მილიონი დამატებითი შემთხვევა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას, დამატებით მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის 15 მილიონი შემთხვევის არსებობა.
COVID-19–ის შედეგად, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების თავიდან აცილების მიმართულებით მომუშავე პროგრამების შეფერხების გამო, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ქალთა სასქესო ორგანოებს დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა მოხდეს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
COVID-19 შეაფერხებს ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც 2020-30 წლებში გამოიწვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების 13 მილიონ დამატებით შემთხვევას, რასაც, სხვა ვითარებაში, თავიდან ავირიდებდით.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად მუშაობს მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა რეპროდუქციული ასაკის ქალთა და გოგონათა საჭიროებები დამკვიდრდეს პრიორიტეტებს შორის და ასევე, დაუყოვნებლივ უპასუხოს გამოწვევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული გადაუდებელი მდგომარეობის პირობებში. ჩვენთვის პირველი რიგის საზრუნავია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილება, ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად საჭირო აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და რისკის შესახებ კომუნიკაციისა და სათემო ჩართულობის ხელშეწყობა.
კვლევა ჩატარდა UNFPA– ს მიერ, Avenir Health– ის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) და ვიქტორიას უნივერსიტეტის (ავსტრალია) მონაწილეობით. პროგნოზები ეფუძნება UNFPA–ს მიერ ჩატარებულ ახალ კვლევას ორგანიზაციის გლობალური მიზნების 2030 წლისთვის მისაღწევად საჭირო საშუალებების შესახებ. თითოეული შეფასებითი მონაცემისათვის მკვლევარებმა დაადგინეს COVID-19– ის პირდაპირი გავლენა კონკრეტულ საკითხზე და ასევე გაითვალისწინეს პანდემიის გამო გლობალური პრევენციული პროგრამების შეწყვეტით გამოწვეული შედეგები.
"პანდემიის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მილიონობით გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და რომლებიც დადგებიან არასასურველი ორსულობის, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ", - ნათქვამია UNFPA-ს, გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში.
”ახალი მონაცემები ცხადყოფს იმ კატასტროფულ გავლენას, რომელიც შესაძლოა COVID-19-ის პანდემიამ იქონიოს ქალებსა და გოგონებზე მსოფლიოს გარშემო. პანდემია აღრმავებს უთანასწორობას, ამჟამად მილიონობით ქალი და გოგონა დგას რისკის ქვეშ - დაკარგოს ოჯახის დაგეგმვისა და საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობა.“ აღნიშნავს ნატალია კანემი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი. ”ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ნებისმიერ ფასად უნდა უნდა იქნას დაცული. სერვისების მიწოდება უნდა გაგრძელდეს; მარაგები უნდა იქნას შეივსოს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, დაცვა და მხარდაჭერა უნდა მიიღონ", - ვკითხულობთ კვლევაში.
ძირითადი პროგნოზი:
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ ექნება წვდომა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე, რაც 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯანდაცვის სისტემებში სერიოზული შეფერხებები იარსებებს. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას მოსალოდნელია, რომ დამატებით 2 მილიონამდე ქალს არ ექნეს თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა.
გენდერული ნიშნით ძალადობის 31 მილიონი დამატებითი შემთხვევა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას, დამატებით მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის 15 მილიონი შემთხვევის არსებობა.
COVID-19–ის შედეგად, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების თავიდან აცილების მიმართულებით მომუშავე პროგრამების შეფერხების გამო, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ქალთა სასქესო ორგანოებს დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა მოხდეს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
COVID-19 შეაფერხებს ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც 2020-30 წლებში გამოიწვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების 13 მილიონ დამატებით შემთხვევას, რასაც, სხვა ვითარებაში, თავიდან ავირიდებდით.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად მუშაობს მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა რეპროდუქციული ასაკის ქალთა და გოგონათა საჭიროებები დამკვიდრდეს პრიორიტეტებს შორის და ასევე, დაუყოვნებლივ უპასუხოს გამოწვევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული გადაუდებელი მდგომარეობის პირობებში. ჩვენთვის პირველი რიგის საზრუნავია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილება, ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად საჭირო აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და რისკის შესახებ კომუნიკაციისა და სათემო ჩართულობის ხელშეწყობა.
კვლევა ჩატარდა UNFPA– ს მიერ, Avenir Health– ის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) და ვიქტორიას უნივერსიტეტის (ავსტრალია) მონაწილეობით. პროგნოზები ეფუძნება UNFPA–ს მიერ ჩატარებულ ახალ კვლევას ორგანიზაციის გლობალური მიზნების 2030 წლისთვის მისაღწევად საჭირო საშუალებების შესახებ. თითოეული შეფასებითი მონაცემისათვის მკვლევარებმა დაადგინეს COVID-19– ის პირდაპირი გავლენა კონკრეტულ საკითხზე და ასევე გაითვალისწინეს პანდემიის გამო გლობალური პრევენციული პროგრამების შეწყვეტით გამოწვეული შედეგები.
მასალის გამოყენების პირობები