ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდგინდა									
			
		
						
								
								ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგად კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა.  
ინფიცირებული არასრულწლოვანია და ის ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნება. 
რამდენიმე საათით ადრე, Covid 19-ი დაუდგინდა მამაკაცის 2 ნათესავს, რომლებიც ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.
	
ამ დროისთვის აღნიშნული პირის კონტაქტებიდან კარანტინში 27 ადამიანია გადაყვანილი, 8 პირი კი თვითიზოლაციაშია. ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე მძღოლის ოჯახის 6 წევრს, მათ შორის 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. 
42 წლის მამაკაცი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს. სხვა პაციენტები კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობენ. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ტრაილერის მძღოლი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. ის სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ
Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტები, მათ შორის 15 არასრულწლოვანი კარანტინში გადაიყვანეს
კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის 3 წევრს Covid 19-ი დაუდასტურდა
Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებს თბილისსა და ფოთშიც იკვლევენ
			
											რამდენიმე საათით ადრე, Covid 19-ი დაუდგინდა მამაკაცის 2 ნათესავს, რომლებიც ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.
42 წლის მამაკაცი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს. სხვა პაციენტები კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობენ. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ტრაილერის მძღოლი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. ის სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ
Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტები, მათ შორის 15 არასრულწლოვანი კარანტინში გადაიყვანეს
კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის 3 წევრს Covid 19-ი დაუდასტურდა
Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებს თბილისსა და ფოთშიც იკვლევენ
 
 
 
					 
						

 
							 
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                     
                                     
                                     
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
				 
				 
				








მასალის გამოყენების პირობები