სოფელ დარჩელში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა
ზუგდიდის სოფელ დარჩელში 18 მაისიდან, დღემდე კოვიდ19-ის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ინფორმაციით, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით,
ადგილობრივი მოსახლეობის გაფართოებული სკრინინგი მიმდინარეობს. ამავე ცნობით, ამ დროისთვის, სოფელში 57 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ადგილზე ექვსი ბრიგადა მუშაობს.
„ვაგრძელებთ ტესტირებას, უნდა შევაფასოთ მდგომარეობა და აქტიურად უნდა გამოვავლინოთ დადებითი შემთხვევები, რათა მოვახდინოთ მათი იზოლაცია, რომ არ მოხდეს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება. პირველივე შემთხვევების დროს სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ. ამასთან, ვირუსი დაფიქსირდა ბაღშიც და დავხურეთ დაწესებულება“, - უთხრა რადიო "ათინათს" „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.
მანამდე, 29-30 მაისს და 6 ივნისს, სოფელში ტესტირება ორჯერ ჩატარდა. დღეს კი გაფართოებული სახით, კარდაკარის პრინციპით მიმდინარეობს დადებითი შემთხვევების გამოვლენა.
შესაბამისი კითხვის პასუხად, ოდიშარია ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის სოფლის ჩაკეტვა არ იგეგმება და ინტენსიური ტესტირება გაგრძელდება.
ფოტო: "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
„ვაგრძელებთ ტესტირებას, უნდა შევაფასოთ მდგომარეობა და აქტიურად უნდა გამოვავლინოთ დადებითი შემთხვევები, რათა მოვახდინოთ მათი იზოლაცია, რომ არ მოხდეს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება. პირველივე შემთხვევების დროს სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ. ამასთან, ვირუსი დაფიქსირდა ბაღშიც და დავხურეთ დაწესებულება“, - უთხრა რადიო "ათინათს" „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.
შესაბამისი კითხვის პასუხად, ოდიშარია ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის სოფლის ჩაკეტვა არ იგეგმება და ინტენსიური ტესტირება გაგრძელდება.
ფოტო: "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
მასალის გამოყენების პირობები