გუდაუთის კოვიდ კლინიკაში ბოლო ორ დღეში ორი პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 404 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში ბოლო ორ დღეში 2 პაციენტი გარდაიცვალა, 63 წლის ქალი და 80 წლის მამაკაცი.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 36 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა, 12 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 26 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 20, გაგრის კლინიკაში – 17, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 55 პაციენტი იმყოფება, მათგან 12 პირის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 237 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 395, გამოჯანმრთელდა 21 807 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები