კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა აფხაზეთში
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 541 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 381 ახალი შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლის ქალი, ხოლო გუდაუთის კოვიდკლინიკაში 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში 180-მდე ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 32 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირების 47 586 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 39 206, ხოლო გარდაიცვალა 609 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები