ოთხი დაღუპული, ათობით დაშავებული და 200-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანი, - ამ შედეგით დასრულდა შეტაკებები ეგვიპტეში.
ქუჩებში "ძმებ მუსლიმანების" მომხრეები გამოვიდნენ. მოგვიანებით მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
აქციის მონაწილეები ძალოვანებს ქვებს ესროდნენ. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქცია არამარტო ქაიროში, არამედ სუეცსა და ალექსანდრიაშიც მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები